კარნევალი ვლაჰოვიჩის აგენტს შეხვდება
ჯოვანი კარნევალი უახლოეს პერიოდში დუშან ვლაჰოვიჩის მამასთან, ვინც პარალელურად სერბი ფორვარდის ინტერესებს იცავს შეხვედრას გამართავს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი მზად არის, სერბ ფორვარდს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და წლიურად ხელფასის სახით ბონუსების ჩათვლით 8 მილიონი ევრო გადაუხადოს.
წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა და ლუჩიანო სპალეტის გუნდში თამაში სურს, მაგრამ ამისთვის მას მოთხოვნილი ხელფასისა და ბონუსების შემცირება მოუწევს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
