იუვე სანჩოს ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის
ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ტურინული გრანდი ინგლისელის გაფორმებასთან ახლოს არის.
წყაროს ცნობით, ბოლო საათებში იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართა, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა.
პედულას თქმით, ჯერ საბოლოო შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ მხარეები საერთო ენის გამონახვასთან ახლოს არიან.
მოლაპარაკებები გრძელდება ფეხბურთელსა და იუვენტუსს შორისაც და მათ შეთანხმებამდე 500,000 ევრო აშორებთ, რაც პრობლემა არ უნდა იყოს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ
