კალაფიორი კარიერას არსენალში გააგრძელებს
იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე რიკარდო კალაფიორი სერია ა-ს ტოვებს და კარიერას ინგლისში გააგრძელებს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მეთოფეებმა ტრანსფერზე ფეხბურთელისგან თანხმობა მიიღეს და ბოლონიას მიერ მოთხოვნილი 50 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდნენ, ამიტომ იტალიელის ტრანსფერი ლონდონურ გრანდში ფაქტობრივად გარდაუვალია.
იუვენტუსს კალაფიორის ალტერნატივა უკვე შერჩეული ჰტავს და კრისტიანო ჯუნტოლი იმავე არსენალის უკანახაზელის იაკუბ კივიორის გაფორმებას გეგმავს.