TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პსჟ-სა და იუვენტუსს შორის ჰეისენის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება

ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის დინ ჰეისენის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვს, პარიზელები კი თავის მხრივ რამდენიმე მილიონით ნაკლებს სთავაზობენ, თუმცა მათ საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეთ.

ტურინული გრანდი ჰეისენის სანაცვლოდ მიღებული თანხის გამოყენებას ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერში გეგმავს.