TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კალაფიორის ტრანსფერზე მუშაობას წყვეტს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა რიკარდო კალაფიორის ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა.

წყაროს ცნობით, ინგლისურ გუნდებს შორის იტალიელი ფეხბურთელის გასაფორმებლად აუქციონი მიმდინარეობს და არსენალმა ბოლონიას კალაფიორის სანაცვლოდ 47 მილიონი ევრო შესთავაზა, ტურინულ გრანდს კი ინგლისელებთან ფინანსურად კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი უახლოეს პერიოდში არსენალთან იაკუბ კივიორის თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებს. მეთოფეები პოლონელის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვენ