ოფიციალურად: ჯენარო გატუზო იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ აძურის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზოს დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
რინო ნაკრებში ლუჩიანო სპალეტის ჩაანაცვლებს, ვისი გაშვებაც ფედერაციამ ნორვეგიასთან 3-0 მარცხის შემდეგ გადაწყვიტა.
გატუზომ ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გააფორმა, მისი შემდგომში გაგრძელების პერსპექტივით.
Bentornato 𝑮𝒆𝒏𝒏𝒂𝒓𝒐 𝑮𝒂𝒕𝒕𝒖𝒔𝒐
— Nazionale Italiana ⭐️⭐️⭐️⭐️ (@Azzurri) June 15, 2025
CT della Nazionale 🇮🇹💙🔥
➡️ https://t.co/YljUd5ExkB#Nazionale #Azzurri #VivoAzzurro pic.twitter.com/FE3QMmsnla