ტუდორი:“ ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება იქნება“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ამერიკაში ჩასვლის შემდეგ DAZN-თან კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ენთუზიაზმით ვართ სავსე, ეს ახალი ტურნირია, რომელზეც მსოფლიოს საუკეთესო გუნდები ითამაშებენ და ჩვენს თამაშს მოუთმენლად ველოდებით.
„ჩვენი ამბიცია ? იუვენტუსის ამბიცია ნებისმიერ ჩემპიონატზე მხოლოდ ერთია – გამარჯვება. ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება, რადგან ტურნირზე უამრავი გამორჩეული გუნდი ასპარეზობს, მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ ჩამოვსულვართ.
„ახლა ჩვენ დროის ახალ ზონას უნდა მივეჩვიოთ და მატჩისთვის მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ.“
შეგახსენებთ, იუვენტუსი მსოფლიო ჩემპიონატზე სტარტს 19 ივნისს, თბილისის დროით დილის 5 საათზე, არაბული ალ აინთან მატჩით აიღებს. მატჩების ლინკები დაიდება ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ).