TuttoJuve

Juve per sempre sarà

იტალიის ნაკრებში სერიოზული ცვლილებები იგეგმება

იტალიის ნაკრებს უახლოეს პერიოდში ჯენარო გატუზო ოფიციალურად ჩაიბარებს, თუმცა ამის გარდა აძურის რიგებში სხვა ცვლილებებიც მოხდება.

SportItalia-ს ცნობით, იტალიელი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი გახდება. მისი მოვალეობა როგორც მთავარ გუნდთან მუშაობა, ასევე ახალგაზრდა ტალანტების დაკვირვება იქნება.

აძურის სტაფში ადგილს შეინარჩუნებს ჯიჯი ბუფონი, მის გარდა კი გატუზოს სტაფს სავარაუდოდ ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯანლუკა ძამბროტა შეუერთდებიან.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !