ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე 3 გუნდი მუშაობს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის 3 გუნდი მუშაობს.
წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდის გაფორმებას ფენერბაჰჩე, ატლეტიკო და ნიუკასლი ცდილობენ.
გამოცემის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს მილანიც, თუმცა როსონერი ამ მომენტისთვის დუშანის მიერ მოთხოვნილი ხელფასის – 10 მილიონის გადახდას არ აპირებს.
გამოგვყევი Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                