დაპირისპირება გიოკერეშსა და სპორტინგს შორის, ფეხბურთელს გუნდის დატოვება 60 მილიონად სურს
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ვიქტორ გიოკერეშსა და სპორტინგს შორის ურთიერთობა სულ უფრო უარესდება.
Record-ის ინფორმაციით, გიოკერეშს გუნდის დატოვება სურს და იმედი აქვს, სპორტინგი მის გაყიდვას 60-65 მილიონად დათანხმდება, თუმცა პორტუგალიელები 26 წლის ფორვარდის სანაცვლოდ მინიმუმ 75 მილიონს ითხოვენ.
წყაროს ცნობით, სპორტინგს ადრე თუ გვიან გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს, რადგან გიოკერეში მათ რიგებში თამაშს აღარ აპირებს.
იუვენტუსი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, პარალელურად კი ფეხბურთელის აგენტთან კონტაქტს ინარჩუნებს და თუ ამის შანსი იქნება, გიოკერეშის გაფორმებას ეცდება.
გამოგვყევი Telegram-ზე (დააკლიკე აქ)