TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სანჩომ იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ვინგერის ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, ინგლისელმა ფეხბურთელმა კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

სანჩოს გუნდში ხილვა პირადად ტიაგო მოტას სურს და კრისტიანო ჯუნტოლი წითელ ეშმაკებთან ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

ინგლისელებს ჯეიდონის სანაცვლოდ 40-45 მილიონი ევროს მიღება სურთ, იუვენტუსი კი მის იჯარით გაფორმებას ცდილობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

სანჩოს ალტერნატივებად მეისონ გრინვუდი, კარიმ ადეიემი და ხავი სიმონსი მოიაზრებიან, თუმცა ჯეიდონი ბიანკონერის პრიორიტეტია.