TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბოლონიას დირექტორი:“ კალაფიორის იუვენტუსში ხილვა რთული წარმოსადგენია“

ბოლონიას დირექტორმა ჯოვანი სარტორიმ რიკარდო კალაფიორის მომავალთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, კალაფიორის იუვენტუსში ხილვა რთლი წარმოსადგენია. ჩვენ მისი გაყიდვა არ გვსურს, თუმცა თუ რიკარდომ გუნდი დატოვა, ის დიდი ალბათობით რომელიმე უცხოურ გუნდს შეუერთდება.“

კალაფიორის ტრანსფერში იუვენტუსს კონკურენციას პრემიერ ლიგის გრანდები, ასევე რეალი უწევს. იტალიელს ტურინულ გრანდში თამაში სურს, მაგრამ პრობლემა მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40-45 მილიონი ევროა.