გატუზოს იტალიის ნაკრებთან ერთი ნაბიჯი აშორებს
იტალიის ნაკრების მომდევნო მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით ჯენარო გატუზო იქნება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გაბრიელე გრავინასა და გატუზოს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება და მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ რინო აძურის მწვრთნელი ოფიციალურად გახდება.
სავარაუდოდ, გატუზო იტალიის ნაკრებთან კონტრაქტს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გააფორმებს, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით.
