TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ტონალის გაფორმების იმედს არ კარგავს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსიდან კრისტიანო ჯუნტოლის წასვლის მიუხედავად, სანდრო ტონალი ტურინული გრანდის სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსის ხელმძღვანელობას გუნდში მეტი იტალიელი ფეხბურთელის ხილვა უნდა და მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ტონალია.

ნიუკასლი ტონალის სანაცვლოდ 80-90 მილიონს ითხოვს, თუმცა იუვენტუსს ამ თანხის შემცირება ტრანსფერში დუგლას ლუისის ჩართვით სურს.

48 views
error: დაცული კონტენტი !