ოფიციალურად: ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებს ტოვებს
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს მოლდოვასთან მატჩის შემდეგ დატოვებს.
აძურიმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გასული მატჩი ნორვეგიასთან გამანადგურებელი ანგარიშით – 3:0 დათმო, რის გამოც იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სპალეტის გაშვება გადაწყვიტა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის სპალეტის აძურის რიგებში. ამ მომენტისთვი ყველაზე აქტიურად კლაუდიო რანიერისა და სტეფანო პიოლის კანდიდატები განიხილება.
