იუვე სპორტინგის კიდევ ერთი ფორვარდით ინტერესდება…
იუვენტუსი სპორტინგთან არა მხოლოდ ვიქტორ გიოკერეშის, არამედ კიდევ ერთი ფორვარდის – კონრად ჰარდერის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
20 წლის დანიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 54 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსის ინტერესი დანიელის მიმართ სერიოზულია. სპორტინგი მის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს.