მაკკენი:“ საკლუბო მუნდიალზე ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“
იუვენტუსის ნახევარმცველმა უესტონ მაკკენიმ FIFA-სთან მსოფლიო ჩემპიონატზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ფავორიტი პოზიცია ? ჩემთვის მთავარი თამაშია, თუ გუნდს დავჭირდები, შემიძლია მეკარის პოზიციაზეც ვითამაშო. მინდა, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო და არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გავაკეთებ ამას.
„ვფიქრობ, მე სხვადასხვა პოზიციაზე ადაპტაციის კარგი უნარი მაქვს. ვიცი, თუ რა მომეთხოვება იმ კონკრეტულ პოზიციაზე და ამის გასაკეთებლად ბოლომდე ვიხარჯები.
„მსოფლიო ჩემპიონატი ? ძალიან გასახარი და საამაყოა, რომ ასეთი დონის ტურნირი შტატებში ტარდება. ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვდივართ, რადგან ეს ჩვენი მენტალობაა.
„ედგარ დავიდსი იუვენტუსის ელჩად ? ედგარი ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. როდესაც იუვენტუსში გადავედი, მე მას ხშირად მადარებდნენ, რადგან ის ჩემსავით მოედანზე ბოლომდე იხარჯებოდა.
„ილდისი ? მას უკვე დიდი ხანია ვიცნობ. კენანის პირველ გუნდში გამოძახება კარგად მახსოვს, მისი ტალანტი ყოველთვის გამორჩეული იყო, თუმცა ის ძალიან ახალგაზრდაა და კენანს განვითარების დრო და საშუალება უნდა მივცეთ. დღეს ახალგაზრდა ფეხბურთელების პრობლემა სოციალური ქსელებია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ზედმეტი წნეხის ქვეშ ამყოფებს.
„ილდისი ჩვენი ნომერი 10 გახლავთ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც კენანი ძალიან კარგად უმკლავდება.“