TuttoJuve

Juve per sempre sarà

იტალიას ტრავმის გამო კინიც გამოაკლდა…

იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს და ლუჩიანო სპალეტის ფონს გასვლა სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე უწევს.

გაბიას, ლოკატელის, ბონჯორნოს და კალაფიორის შემდეგ, იტალიის ნაკრებს ამჯერად ტრავმის გამო მოიზე კინი გამოაკლდა.

იტალიელმა ფორვარდმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო და აძურის რიგები ნაადრევად დატოვა.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები ჯერ ნორვეგიას, შემდეგ კი მოლდოვას დაუპირისპირდება.

error: დაცული კონტენტი !