TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოლო მუანის იუვენტუსში დარჩენა უნდა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანის იუვენტუსში დარჩენის იმედი აქვს, რამაც შესაძლოა პსჟ-სთან მოლაპარაკებებში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

ტურინული გრანდი ამ მომენტისთვის ფრანგებთან კოლოს იჯარის რამდენიმე კვირით გახანგრძლივებაზე მუშაობს, რაც მას იუვენტუსთან ერთად საკლუბო მუნდიალზე თამაშის საშუალებას მისცემს.

ამის გარდა, იუვენტუსი ფრანგი ფორვარდის იჯარის კიდევ 1 წლით გახანგრძლივებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

39 views
error: დაცული კონტენტი !