არა ტონიოცი, კომოლის იუვენტუსში ტულუზას სკაუტის მიყვანა უნდა
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსში მატეო ტონიოცის დაბრუნების შანსი მცირდება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის ახალ გენერლაურ დირექტორს დამიენ კომოლის გუნდში ტულუზას მთავარი სკაუტის ვიქტორ ბეჟანის ხილვა სურს.
დი მარციოს თქმით, კომოლი 40 წლის ალბანელ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და იუვენტუსის მთავარი სკაუტი სავარაუდოდ სწორედ ის გახდება.