რუგანი იტალიის ნაკრებში დაბრუნდა
იუვენტუსის მცველი დანიელე რუგანი იტალიის ნაკრებში დაბრუნდა.
რუგანი აძურის რიგებში მატეო გაბიას ჩაანაცვლებს, მილანის მცველმა ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.
აძური ნორვეგიას 6, ხოლო მოლდოვას 9 ივნისს დაუპირისპირდება.
