TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დუგლას ლუისის შემდეგ, იუვე მის მეგობარ გოგონასაც იფორმებს

იუვენტუსმა ასტონ ვილადან დუგლას ლუისის ტრანსფერი უკვე დაადასტურა და უახლოეს პერიოდში ტურინული გრანდის რიგებს მისი მეგობარი გოგონა ალიშა ლემანი შეუერთდება, რომელიც ასტონ ვილას ქალების გუნდის წევრი გახლავთ.

IlBianconero-ს ცნობით, ალიშა სამედიცინო შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის და იუვენტუსის ქალების გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ალიშა ქალების ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, მას სხვადასხვა სოციალურ ქსელებში საერთო ჯამში 15 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რაც იუვენტუსის ქალების გუნდს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის.