ჯუნტოლის 4 პრიორიტეტი დაცვის გასაძლიერებლად
Tuttosport-ის ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის იანვარში დაცვის ხაზის გასაძლიერებლად 4 პრიორიტეტული სამიზნე შერჩეული ჰყავს.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის მილან შკრინიარის კანდიდატურა აღარ განიხილება, რადგან ჯუნტოლის უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმება სურს.
გამოცემის ინფორმაციით, ბიანკონერი არჩევანს სილვას, ლუკუმის, კივიორისა და დრაგუშინის შორის გააკეთებს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა თანხის დახარჯვა შეეძლება გუნდს იანვარში.