მარსელი და ბეტისი არტურის ტრანსფერზე მუშაობენ
იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, მარსელი და რეალ ბეტისი იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის ტრანსფერზე მუშაობენ.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი იანვარში ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა პრობლემა ბრაზილიელის მაღალი ხელფასია.
ბიანკონერი არტურს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ დაინტერესებული გუნდი მისი 6-თვიანი გასამრჯელოს სრულად დაფარვას დათანხმდება. მარსელი და ბეტისი იმედოვნებენ, რომ არტური ხელფასის შემცირებას დათანხმდება, რაც მოლაპარაკებებს საგრძნობლად გაამარტივებს.