ძოფი:“ მოტა ძალიან კარგი მწვრთნელია, თუმცა მას მეტი დრო სჭირდება, იუვე-ინტერი ?…“
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა დინო ძოფმა იუვე-ინტერის მატჩსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსისა და ინტერის დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეულია. ნერაძური სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს, იუვენტუსი კი ვითარდება და ეს შეხვედრა პროგრესის საჩვენებლად იდეალური შესაძლებლობაა.
„ფავორიტი ? ფურცელზე ფავორიტი ინტერია, რადგან ბოლო წლებში ნერაძური გაცილებით კარგად გამოიყურება, მაგრამ საბოლოო ჯამში მატჩებს მოედანზე იგებენ და ასეთი დონის შეხვედრებში ფავორიტებზე საუბარი უადგილოა.
„ინძაგი ? მე მისი გაწვრთნის შესაძლებლობა მქონდა, სიმონე ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ის ყოველთვის სწავლობდა და განვითარებაზე მუშაობდა, იყო შესანიშნავი პროფესიონალი როგორც ფეხბურთელი და ახლა თავის შესაძლებლობებს მწვრთნელის ამპლუაშიც ამტკიცებს.
„მოტა ? ვფიქრობ, ტიაგო ძალიან კარგი მწვრთნელია, თუმცა ის ძალიან ახალგაზრდაა. იუვენტუსმა მოტას დრო უნდა მისცეს, მას ახალგაზრდული, გამოუცდელი გუნდი ჰყავს, თუმცა ბიანკონერის დიდი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, გუნდი სწორი გზით ვითარდება.“