ძოფი:“ იუვენტუსს საკმაოდ ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავს, გუნდს ოთხეულში ყოფნა არ უნდა უჭირდეს“
ლეგენდარულმა დინო ძოფმა იუვენტუსში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
„იყო დრო, როდესაც იუვენტუსის რიგებში დიდებული ფეხბურთელები და ადამიანები თამაშობდნენ. პლატინი, ზიდანი, დელ პიერო დ სხვები, ეს იყო იუვენტუსის DNA, თუმცა დღევანდელ ფეხბურთში ასეთი კაცები აღარ არსებობენ.
„მართალია იუვენტუსში ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არ თამაშობენ, მაგრამ გუნდს კვლავ აქვს საკმარისი ხარისხი იმისთვის, რომ ოთხეულში შევიდეს. გუნდის მთავარი პრობლემა ლიდერებისა და თავდაჯერებულობის ნაკლებობაა, ამიტომ იუვენტუსს გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც გუნდს სტაბილურობას დაუბრუნებს და მის ხელთ არსებულ რესურსს სრულად გამოიყენებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
