ზირკზეეს ბედი დეკემბრის ბოლოს გადაწყდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჯოშუა ზირკზეეს მომავალი საბოლოოდ დეკემბრის ბოლოს გადაწყდება.
წყაროს ცნობით, წლის მიწურულს ფეხბურთელის აგენტსა და მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება და თუ რუბენ ამორიმმა დაადასტურა, რომ ის გუნდის გეგმებში არ შედის, ზირკზეე წითელი ეშმაკების რიგებს იანვარში დატოვებს.
სკირას ცნობით, თუ ზირკზეეს გუნდიდან წასვლა გადაწყდა, მისი გაფორმების მთავარი კანდიდატი იუვენტუსია.