ზირკზეე იუვენტუსს უახლოვდება
გავლენიანი ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ჯოშუა ზირკზეეს იუვენტუსში ტრანსფერის შანსი სულ უფრო იზრდება.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მწვრთნელის გეგმებში არ შედის, ამიტომ იანვარში წითელი ეშმაკები მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მომდევნო კვირებში კრისტიანო ჯუნტოლი ინგლისელებთან საერთო ენის გამონახვასა და ნიდერლანდელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.