ატალანტაში ძანიოლოს მისვლის შემდეგ, კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერი გარდაუვალი იქნება
ატალანტა უახლოეს პერიოდში გალათასარაიდან ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერის დახურვას გეგმავს, რის შემდეგაც იუვენტუსსა და ლა დეას შორის ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე მოლაპარაკებები კიდევ უფრო აქტიური გახდება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გუნდს უკვე აცნობა, რომ სხვა წინადადებების განხილვას არ აპირებს და კარიერის გაგრძელება იუვენტუსის რიგებში სურს.
მხარეებს შორის გრძელდება მოლაპარაკებები ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით. ლა დეა კოპმეიენრსის გაყიდვას 55-60 მილიონად გეგმავს, ტურინული გრანდის წინადადება კი ამ მომენტისტვის ბონუსების ჩათვლით 45 მილიონია.