TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი და მილანი ატლეტიკოს ფორვარდით ინტერესდებიან

იუვენტუსი და მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ატლეტიკოს ფორვარდის ალექსანერ სორლოთის გაფორმებას ეცდებიან.

ტურინული გრანდი სეზონის ბოლოს შეტევაში სერიოზულ ცვლილებებს და მინიმუმ ერთი ცხრიანის გაფორმებას გეგმავს.

ნიკოლო სკირას ცნობით, ტურინელთა ერთ-ერთი სამიზნე 30 წლის ნორვეგიელი ფორვარდია, მისი გაფორმება დაახლოებით 30-35 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).