TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩის ტრავმამ შესაძლოა სერბის მომავალი შეცვალოს

დუშან ვლაჰოვიჩის სერიოზულმა ტრავმამ შესაძლოა მისი მომავალი შეცვალოს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ვლაჰოვიჩს მინიმუმ 2-3 თვე გაუცდება, რაც იანვარში მისი გუნდიდან წასვლას გამორიცხავს და ასევე სეზონის ბოლოს სერბის პოტენციური მსურველების სიას მნიშვნელოვნად ამცირებს.

Tuttomercato-ს ცნობით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ თვეების გამოტოვების შემდეგ ვლაჰოვიჩს რომელიმე გუნდმა მოთხოვნილი 10-11 მილიონი გადაუხადოს, ამიტომ მისი იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება.

წყაროს ინფორმაციით, ტრავმის მიუხედავად, იუვენტუსი ვლაჰოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს და ხელფასის 7-7.5 მილიონამდე შემცირების თაობაზე მის დაყოლიებას ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !