ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი კვლავ იუვენტუსში დარჩენაა
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი იუვენტუსის რიგებში დარჩენაა.
წყაროს ცნობით, სერბ ფორვადს ლუჩიანო სპალეტის გუნდში დარჩენა და იუვენტუსის ახალი პროექტის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ყოფნა სურს.
ტურინული გრანდი თავის მხრივ ჯერჯერობით ფეხბურთელთან მოლაპარაკებების განახლებას არ ჩქარობს. გუნდის ხელმძღვანელობა სერბის ხშირი ტრავმიანობით უკმაყოფილოა და დარწმუნებული არ არის, რომ მისთვის წლიურად მოთხოვნილი 6-7 მილიონი ევროს გადახდა ღირს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
