ვლაჰოვიჩის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას არც მილანი აპირებს
იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების გართულების ფონზე, მილანმა სერბი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მაქს ალეგრის სერბის როსონერის რიგებში ხილვა სურს, თუმცა პრობლემა მის მიერ მოთხოვნილი ხელფასი – 7.5-8 მილიონია.
იუვენტუსი ვლაჰოვიჩთან კიდევ ერთ შეხვედრას სეზონის მიწურულს გამართავს და საბოლოოდ გადაწყდება, დარჩება თუ არა ის ტურინში.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
