TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტრეზეგე:“ ვლაჰოვიჩი შესანიშნავი ფორვარდია, მაგრამ მისი პრობლემა არასტაბილურობაა“

ლეგენდარულმა დავიდ ტრეზეგემ იუვენტუსში ფორვარდების პრობლემაზე ისაუბრა.

„ვლაჰოვიჩი ძალიან კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც იუვენტუსი უკვე დიდი ხანია ელოდება. დუშანი ერთ კარგ შეხვედრას ჩაატარებს, თუმცა სტაბილურად ამის გაკეთება უჭირს.

„იმავეს თქმა შეიძლება დევიდზე. მას პოტენციალი აქვს და ეს საფრანგეთში დაამტკიცა, თუმცა სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს ვერ ახერხებს.

„ვფიქრობ, იუვენტუსს კოლო მუანი უნდა შეენარჩუნებინა, ფრანგმა მოკლე დროში ძალიან კარგი შედეგები აჩვენა.“

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).