TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი, კამბიაზო და გატი მოტას განკარგულებაში არიან

დუშან ვლაჰოვიჩმა, ფედერიკო გატიმ და ანდრეა კამბიაზომ დღეს დილით სამედიცინო შემოწმება ჩაიტარეს და კონტინასას ბაზაზე ვარჯიში განაახლეს.

სამივე ფეხბურთელი გუნდთან ერთად გერმანიაში გაემგზავრება და სეზონისთვის მზადებას Adidas-ის სათაო ოფისის ბაზაზე გააგრძელებს.

ტიაგო მოტას ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ კიდევ შვებულებაში არიან, მომდევნო კვირის ბოლომდე დაუბრუნდებიან.