ვლაჰოვიჩი იუვენტუსის დატოვებასთან ახლოს არის
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენის ალბათობა მინიმალურია.
წყაროს ინფორმაციით, სერბს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, რასაც ხელფასის თაობაზე არსებული უთანხმოებაც ემატება და რთულად წარმოსადგენია, რომ იუვენტუსი და ვლაჰოვიჩი საერთო ენას გამონახავენ.
ვლაჰოვიჩს მსურველები როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა ტოპ ჩემპიონატებში ჰყავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
