ვლაჰოვიჩს იუვენტუსის უფასოდ დატოვებას გეგმავს
დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსისთვის სულ უფრო სერიოზული პრობლემა ხდება.
ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, სერბი ფორვარდი ჯერჯერობით ყველა მიღებულ წინადადებაზე უარს ამბობს, მომდევნო სეზონში იუვენტუსში დარჩენასა და გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებას გეგმავს.
ვლაჰოვიჩის ტურინში დარჩენა ბიანკონერის საქმეს სერიოზულად გაურთულებს, ვლაჰოვიჩის ხელფასი მომდევნო სეზონში 12 მილიონ ევრომდე გაიზრდება, შემდგომში კი მისი უფასოდ გაშვება მოუწევს.
დამიენ კომოლი ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, მაგრამ კანადელის გაფორმება გართულდება, თუ ვლაჰოვიჩი გუნდში დარჩა.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)