TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი:“ გოლების გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ უმთავრესი გამარჯვებაა“

იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა, ვინც დუბლი გაიფორმა და ჯენოასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გოლების გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ როგორც ყოველთვის, უმთავრესი გუნდის გამარჯვებაა და ბედნიერი ვარ, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ, ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ.

„გოლის აღნიშვნა ? ხალხს ბევრი საუბარი უყვარს, მე ამას უკვე მივეჩვიე. როდესაც იტან, შენ საუკეთესო ხარ, ხოლო როდესაც ამას ვერ ახერხებ, შენ მსოფლიოში ყველაზე ცუდი ფეხბურთელი ხარ. ყველაფერი ჩემს ხელშია და მე კრიტიკოსებს მოედანზე ვუპასუხებ.

„ხალხი ყოველთვის ელოდება, რომ მე გოლის გატანას შევძლებ და ეს სრულიად ნორმალურია, მაგრამ ზოგ შეხვედრაში შანსების შექმნა ძალიან ჭირს. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და თითოეულ შეხვედრაში მოედანზე გუნდისთვის 100 პროცენტით ვიხარჯები. ფორვარდისთვის გოლის გარეშე მოედანის დატოვება რთულია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა.

„კონსეისაუ ? ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. იმედი მაქვს, კონსეისაუ კიდევ ბევრ გოლს გაიტანს და საგოლე გადაცემებს გააკეთებს.

„რამდენი გოლის გატანას ვაპირებ ? მე საკუთარ თავს ლიმიტს არ ვუწესებ. ამ მაისურით მთავარი გამარჯვებაა, მე უკვე ამ ტვირთს მივეჩვიე და მას სიამოვნებით ვატარებ.“