ვლაჰოვიჩი და მაკკენი ლეჩესთან დაბრუნდებიან, გონსალესი და ლუისი…
Corriere di Torino-ს ცნობით, უესტონ მაკკენი და დუშან ვლაჰოვიჩი ტიაგო მოტას განკარგულებაში მომდევნო მატჩში დაბრუნდებიან.
ორივე მათგანმა ასტონ ვილასთან შეხვედრა ტრავმების გამო გამოტოვეს, თუმცა დიდი ალბათობით ისინი ლეჩეს წინააღმდეგ გუნდის განაცხადში იქნებიან.
დუგლას ლუისსა და ნიკო გონსალესს რაც შეეხება, მათი დაბრუნების დრო ჯერ უცნობია, თუმცა არის ალბათობა, რომ ორივე მათგანმა ბოლონიას წინააღმდეგ თამაში შეძლოს.