ასტონ ვილა დუგლას ლუისის დაბრუნებას განიხილავს
ინგლისური გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ასტონ ვილა იუვენტუსის ნახევარმცველის დუგლას ლუისის გაფორმებას განიხილავს.
წყაროს ცნობით, ასტონ ვილა ტრავმირებული ბუბაკარ კამარას შემცვლელის ძიებაშია და ბრაზილიელი ფეხბურთელი მათი ერთ-ერთი სამიზნეა.
ლუისი იუვენტუსის რიგებს სწორედ ასტონ ვილადან შეუერთდა, მაგრამ ტურინულ გრანდში თავი ვერ დაიმკვიდრა. ახლა ის იჯარით ნოტინგჰემ ფორესტში თამაშობს, მაგრამ ინგლისელები მის გამოსყიდვას არ აპირებენ და იჯარის ნაადრევად დასრულების წინააღმდეგები არ იქნებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
