TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვიკარიო იუვენტუსის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება

იუვენტუსი მომდევნო სეზონისთვის ახალი კარის დარაჯის ძიებას აგრძელებს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს რამდენიმე პოტენციური სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს, თუმცა მათ შორის ბიანკონერი ყველაზე მეტად გილერმო ვიკარიოს ტრანსფერზე აქტიურობს.

იტალიელ კიპერს სერია ა-ში დაბრუნება სურს და ტოტენჰემი მზად არის, ის 15-20 მილიონად გაუშვას. იუვენტუსს კონკურენციას ინტერი გაუწევს, ნერაძური ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე შეუდგა და ამ მომენტისთვის ფავორიტად მოიაზრება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !