TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვიცე-ვლაჰოვიჩის პოზიციაზე კალიმუენდოს კანდიდატურა დაწინაურდა

კრისტიანო ჯუნტოლი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ბიანკონერის პრიორიტეტი რენის ფორვარდი არნო კალიმუენდოა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, 22 წლის ფრანგის გუნდში ხილვა პირადად ტიაგო მოტას სურს, ვინც ფეხბურთელს პსჟ-ს ახალგაზრდულ გუნდში წვრთნიდა და მისი შესაძლებლობები კარგად იცის.

რენი ფორვარდს დაახლოებით 25-30 მილიონ ევროდ აფასებს.