TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გალენო იუვენტუსის პრიორიტეტია

ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსში შეტევის ფლანგის გასაძლიერებლად გალენოს პრიორიტეტულ სამიზნედ მოიაზრებენ.

წყაროს ცნობით, პორტუგალიურ გუნდს ფინანსური Fair Play-ს გამო ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს და გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ ბრაზილიელია.

პედულას თქმით, იუვენტუსს 26 წლის ფეხბურთელის გაფორმება 30 მილიონი ევრო დაუჯდება.