TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვესტ ჰემი ტოდიბოს გაფორმების იმედს არ კარგავს

ვესტ ჰემმა ნიცასთან ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა, თუმცა ამჯერადაც უარი მიიღო.

ბრიტანული წყაროების ცნობით, ინგლისელები ფრანგი მცველის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდის წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ 24 წლის ფეხბურთელს იუვენტუსში გადასვლა სურს და სხვა წინადადების განხილვას არ აპირებს.

ბიანკონერი ტოდიბოს ტრანსფერზე მშვიდად მუშაობას აგრძელებს და სავარაუდოდ გუნდები ყველა დეტალს კვირის ბოლომდე შეათანხმებენ.