ვესტ ჰემი იუვენტუსს ფეხბურთელების ბარტერს სთავაზობს
ვესტ ჰემი იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის მიმართ ინტერესს არ კარგავს და ტურინულ გრანდს ფეხბურთელების ბარტერს სთავაზობს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ჩაქუჩებს ბრაზილიელი ფეხბურთელის გასაფორმებლად 26 წლის ცენტრალური მცველის კონსტანტინოს მავროპანოსის გამოყენება სურს, ვინც დაახლოებით 20-25 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
იუვენტუსის პრიორიტეტი დაცვის გასაძლიერებლად ჟან-კლერ ტოდიბოა, თუმცა თუ ნიცასთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა, 26 წლის ბერძენი ფეხბურთელი შესაძლოა კონკრეტული ვარიანტი გახდეს.