ვენეციასთან მატჩში სასწორზე მინიმუმ 60 მილიონი დევს…
იუვენტუსი სერია ა-ს ბოლო ტურში ვენეციას ესტუმრება და იგორ ტუდორის გუნდს სეზონის მთავარი მიზნისთვის – ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად გამარჯვება მოუწევს.
ვენეციაში გამარჯვება ტურინულ გრანდს სერია ა-ში მე-4 ადგილს და ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაუნაღდებს, რაც როგორც სპორტული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, ვენეციაში გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ტურინულ გრანდს მინიმუმ 60 მილიონ ევროს მოუტანს.

 
                 
                 
                