TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

UEFA-მ იუვენტუსი – პსვ-ს არბიტრები დაამტკიცა

იუვენტუსი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩისთვის ემზადება, რომელიც Allianz Stadium-ზე პსვ-ს წინააღმდეგ 17 სექტემბერს გაიმართება.

შეხვედრას არბიტრთა ესპანური ჯგუფი განსჯის, მთავარი მსაჯი ალეხანდრო ერნანდესი იქნება, მისი ასისტენტები კი ხოსე ნარანხო და დიეგო სანჩეს როხო იქნებიან.

VAR-ზე კარლოს გრანდე და ცეზარ გრადო იმუშავებენ.