TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რაბიო კარიერას მარსელში გააგრძელებს

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ადრიენ რაბიო კარიერას მარსელის რიგებში გააგრძელებს.

ფრანგმა ტურინულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და უკეთესი ეკონომიკური პირობების მიღების მიზნით იუვენტუსი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, თუმცა მის მიერ მოთხოვნილი ხელფასის გადახდა არავინ ისურვა და ის ამ მომენტამდე გუნდის გარეშე გახლავთ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რაბიოს აგენტსა და მარსელის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება და ფრანგი დიდი ალბათობით მარსელის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.