უარი ნაპოლის, დანილო სამშობლოში ბრუნდება
იტალიური და ბრაზილიური წყაროების ცნობით, დანილომ ნაპოლის უარი უთხრა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, იუვენტუსის ყოფილმა კაპიტანმა ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ ბრაზილიაში დაბრუნება და ფლამინგოს რიგებში თამაში გადაწყვიტა.
დანილო იუვენტუსთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაწყვეტს და ფლამენგოს ოფიციალურად შეუერთდება.