უარი ინგლისელებს, გატი იუვენტუსში რჩება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ფედერიკო გატი მომდევნო სეზონში იუვენტუსის ღირსებას დაიცავს.
SportItalia-ს ცნობით, ინგლისური გუნდების ინტერესის მიუხედავად, ტიაგო მოტა ფედერიკო გატის ტელეფონით ესაუბრა და მისი შენარჩუნების სურვილი პირადად დაუფიქსირა.
წყაროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, გატიმ მომდევნო სეზონში მარჯვენა მცველის ამპლუა მოირგოს, დანილომ კი დაცვის ცენტრში ითამაშოს.